უკრაინის ომბუდსმენი - რუსეთის აგრესიის გამო საზღვარგარეთ ამჟამად 8.4 მილიონზე მეტი უკრაინელი იმყოფება

რუსული აგრესიის გამო, უკრაინის ფარგლებს გარეთ ამჟამად 8.4 მილიონზე მეტი უკრაინელი იმყოფება, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

„ჩვენი 8.4 მილიონზე მეტი მოქალაქე ამჟამად უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფება“, - აღნიშნა ლუბინეცმა.

„ევროსტატის” მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ამჟამად დროებითი დაცვის სტატუსით უკრაინის 4.38 მილიონი მოქალაქე სარგებლობს.

უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღეს გერმანიამ, პოლონეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ. ამ სამ ქვეყანაში დაახლოებით 2.65 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!