რუსების მიერ კიევის ოლქში რკინიგზის სადგურზე დარტყმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა

რუსების მიერ კიევის ოლქში რკინიგზის სადგურზე დარტყმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა კიევის ოლქში, ბროვარის რაიონში მდებარე კვიტნევას რკინიგზის სადგურს დაარტყეს.

ბროვარის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბიგუნმა განაცხადა, რომ რუსეთმა დარტყმა მაშინ განახორციელა, როდესაც ადამიანები პლატფორმაზე მატარებელს ელოდებოდნენ.

„ღამით მატარებელმა ოდნავ დააგვიანა და ადამიანებმა ბოლო მატარებელზე ასვლა ვერ მოასწრეს. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - აღნიშნა ბიგუნმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გასულ ღამეს, კიევსა და კიევის ოლქზე რუსების მასშტაბური თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ წუხელ განხორციელებული მასშტაბური იერიშის შედეგად, უკრაინის უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის, Rozetka-ს და ჰიპერმარკეტების ქსელ Epicentr-ის ლოჯისტიკური ჰაბი განადგურდა.

Rozetka-ს თანადამფუძნებლისა და თანამფლობელის, ირინა ჩეჩოტკინას ინფორმაციით, ქალაქ ბროვარიში მდებარე ლოჯისტიკურ კომპლექსს სამი ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობა სრულიად განადგურებულია.

ჩეჩოტკინას განცხადებით, ეს კომპლექსი 2017 წლიდან ფუნქციონირებდა და დღეში 100 000-ზე მეტ შეკვეთას იღებდა. ჩეჩოტკინა აღნიშნავს, რომ მიუხედავად ზარალისა Rozetka მაინც განაგრძობს მუშაობას.

რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო საქონლის ქსელ Epicentr-ის ობიექტებიც. კიევში მდებარე ლოჯისტიკური ცენტრი ხანძრის შედეგად განადგურდა. Epicentr-ზე თავდასხმის შედეგად კომპანიის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!