ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Banking & Finance Review-მ, ჰეშბანკს „საქართველოს საუკეთესო ახალი ციფრული ბანკი 2026“-ის (Best New Digital Bank Georgia 2026) ტიტული მიანიჭა.

Global Banking & Finance Awards 2011 წლიდან ტარდება და ფინანსურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო დაჯილდოებად მიიჩნევა. დამოუკიდებელი ბრიტანული გამოცემა ყოველწლიურად მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის ბანკებს, ფინტექ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ინოვაციური მიდგომების, მიღწეული შედეგების, ინდუსტრიაზე გავლენისა და მომხმარებლისთვის შექმნილი ღირებულების მიხედვით აფასებს.

ჰეშბანკისთვის ეს აღიარება იმ უნიკალური ეკოსისტემის შედეგია, რომელიც ბანკმა ქართულ ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან უმოკლეს დროში შექმნა. საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან მაღალი შეფასების მთავარი საფუძველი ბანკის ინოვაციური „საზღვრების გარეშე“ მოდელი გახდა. ჰეშბანკმა მომხმარებელს მისცა სრული ფინანსური თავისუფლება – ტრადიციული საბანკო სერვისების, საერთაშორისო გადარიცხვებისა და ციფრული აქტივების (კრიპტოს) ინტეგრირებით ერთ, სრულად რეგულირებულ და უსაფრთხო სივრცეში.

ბანკის გლობალური ინფრასტრუქტურა ემყარება ისეთ გიგანტებთან სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორიცაა Visa, რაც ტრადიციული ფინანსური სამყაროს მხრიდან უმაღლესი ნდობისა და საიმედოობის დასტურია. ამასთან ერთად, ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია Visa Direct-ის, Mastercard Move-ისა და SEPA-ს დანერგვა. მსოფლიოში მოწინავე ეს ტექნოლოგიური სერვისები ბანკმა უმოკლეს დროში დანერგა, რითაც საერთაშორისო გზავნილები მომხმარებლისთვის მყისიერი, ხელმისაწვდომი და მარტივი გახადა.

საერთაშორისო მასშტაბით დანერგილი ინოვაციების პარალელურად, ჰეშბანკის ეკოსისტემა სრულად ფარავს მომხმარებლის ყოველდღიურ ფინანსურ საჭიროებებს ლოკალურ ბაზარზეც. აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ ტრადიციულ საბანკო პროდუქტებს - მოქნილ სასესხო შეთავაზებებს, სადეპოზიტო ანგარიშებსა და მყისიერ შიდა გადახდებს, რაც მას ერთიან, უნივერსალურ ფინანსურ ინსტრუმენტად აქცევს.

ბანკის სტრატეგიული ხედვა და განვითარების ტემპი პირდაპირ აისახება ციფრებში: ოპერირების დაწყებიდან სულ რაღაც 5 თვეში, ჰეშბანკმა 40 000-ზე მეტი სრულად ვერიფიცირებული მომხმარებელი მოიზიდა, რაც თანამედროვე, მოქნილ და უნივერსალურ საბანკო გამოცდილებაზე ბაზრის დიდ მოთხოვნას ადასტურებს.

„ეს ჯილდო ჰეშბანკისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი ის ღირებულებაა, რასაც მომხმარებელს ვაძლევთ. ჩვენ არ შეგვიქმნია უბრალოდ კიდევ ერთი საბანკო აპლიკაცია – ჩვენ ვაშენებთ უნივერსალურ ეკოსისტემას როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესებისთვის, სადაც ფინანსური საზღვრები აღარ არსებობს. ტრადიციული საიმედოობისა და ციფრული ინოვაციების გაერთიანებით, ჩვენ ვაგრძელებთ ფულთან ურთიერთობის ახალი, გლობალური სტანდარტის დამკვიდრებას,“ – აცხადებს გოგა ჩანადირი, ჰეშბანკის გენერალური დირექტორი (CEO).

ჰეშბანკისთვის ეს საერთაშორისო აღიარება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მიღწეული პროგრესის დადასტურება. ის კიდევ ერთხელ ამყარებს იდეას, რომ თანამედროვე ბანკინგში წარმატებას ინოვაციის, მომხმარებლის უნიკალური გამოცდილების, ბიზნეს სეგმენტის საჭიროებებისა და ტექნოლოგიური პროგრესის სწორი ბალანსი განაპირობებს – ზუსტად ის პრინციპები, რაც Global Banking & Finance Review-ს შეფასების კრიტერიუმების ფუნდამენტს წარმოადგენს.

(R)

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება