ანდრეი სიბიგა კიევზე თავდასხმაზე - რუსეთის თავდასხმებს ზაფხულის არდადეგები არ აქვს - უკრაინას აქვს სრული უფლება, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე იერიშები მიიტანოს

რუსეთის თავდასხმებს ზაფხულის არდადეგები არ აქვს, უკრაინის მხარდაჭერა და აგრესორზე ზეწოლა არ უნდა შეჩერდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ღამით რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონს ორ ათეულზე მეტი ბალისტიკური რაკეტით შეუტია, რის შედეგადაც სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და ორმოცზე მეტი დაშავდა.

მისი თქმით, ყველა ჩამჭრელი საშუალება მნიშვნელოვანია, ისინი ადამიანების სიცოცხლეს იცავენ, ამიტომ ყველა პარტნიორს მოუწოდებს, დააჩქარონ ამ მიმართულებით ყველა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

„უნდა შეიზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, აწარმოოს ბალისტიკური ტერორის საშუალებები. დამატებითი, მკაცრი სანქციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მათი დაწესება გადაუდებელი აუცილებლობაა. ასევე, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი მცდარი მორალური ტოლობის გავლებისგან აგრესორსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც თავს იცავს. რუსეთის თავდასხმების გამართლება არანაირ გარემოებაში არ შეიძლება, მათ შორის უკრაინის ნებისმიერი ქმედების შემთხვევაში. პირიქით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინას აქვს სრული უფლება, თავდაცვის მიზნით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე იერიშები მიიტანოს“, - წერს სიბიგა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!