ლაშა ფარულავა - ყრილობაზე თინა ბოკუჩავასაც ველოდებით, გაგვიხარდება თუ შემოგვიერთდება - თინა დროებით საბჭოში ერთ-ერთი კანდიდატია

5 აგვისტოს იმიტომ დავნიშნეთ ყრილობა, რომ ყველა დასწრებოდა. თინა ბოკუჩავასაც ველოდებით. გაგვიხარდება თუ შემოგვიერთდება - ცხადია, არანაირი ყრილობის ლეგიტიმურობის ეჭვი არ არსებობს. თუ ვინმეს აქვს, დღეს გაიფანტება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც დღეს დაგეგმილ ყრილობას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა საბჭომ წესდების შესაბამისად იმოქმედა.

თინა ბოკუჩავა ერთ-ერთი კანდიდატია მმართველ საბჭოში, დროებით საბჭოში. ყველა ლიდერი არის ამ საბჭოში. 5 აგვისტოს იმიტომ დავნიშნეთ ეს ყრილობა, რომ მას ყველა დასწრებოდა, ცხადია, თინა ბოკუჩავასაც ველოდებით. გაგვიხარდება თუ ის შემოგვიერთდება.

რაც შეეხება ლეგიტიმურობის ეჭვს, პოლიტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდა წესების დაცვით, დებულების შესაბამისად. წესდების შესაბამისად იმოქმედა პოლიტიკურმა საბჭომ და მოიწვია ყრილობა. ყრილობა აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამასთან დაკავშირებით იქნება დღეს საუბარი, მათ შორის ყრილობაზე, როდესაც კონკრეტული მომხსენებელი გააჟღერებს საპროცედურო საკითხებს. ცხადია, არანაირი ლეგიტიმურობის ეჭვი არ არსებობს, თუ ვინმეს აქვს, დღეს გაიფანტება“, - აღნიშნა ფარულავამ.

ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ყრილობა გაიმართება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები 15:00 საათზე შეიკრიბებიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!