თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

ყველაზე ინოვაციურ ბანკად დასახელების შემდეგ, თიბისიმ მორიგი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, Global Finance-მა თიბისი დააჯილდოვა ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

თიბისის ჯილდოები გადაეცა შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო AI ჩატბოტი და ვირტუალური ასისტენტი;
  • ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ინოვაციური გამოყენება სამომხმარებლო დაკრედიტებისა და საკრედიტო რისკების მართვაში;
  • ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენება რისკების მართვაში.

ამავე ნომინაციებში, თიბისი საქართველოს მასშტაბითაც საუკეთესოდ დასახელდა.

ჯილდოები თიბისის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განხორციელებული ინოვაციური პროექტებისთვის გადაეცა, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, საბანკო პროცესების გამარტივებასა და გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფის ზრდას ემსახურება.

2026 წელს, ეს თიბისის მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. Global Finance-მა თიბისი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ინოვაციურ ბანკად დაასახელა; ხოლო წლის განმავლობაში, ბანკმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო სამომხმარებლო გამოცდილების, ინოვაციებისა და თიბისის მობაილბანკის მიმართულებით.

ეს აღიარებები ადასტურებს, რომ თიბისი თანმიმდევრულად ნერგავს ინოვაციებს და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს არა მხოლოდ პროცესების ავტომატიზაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ყოველდღიური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტული გახადოს.

Global Finance-ის AI in Finance Awards იმ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აჯილდოებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს წარმატებით იყენებენ სამომხმარებლო, კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების განვითარებისთვის.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ