Reuters - დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის გაცემის შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს

დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის გაცემის შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება ვარიანტი, რომლითაც უკრაინა რაკეტების კომპონენტების წარმოებას შეძლებს, ხოლო მათი საბოლოოდ აწყობა ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში მოხდება.

წყაროების თქმით, შესაძლოა, ლიცენზიის ფარგლებში რაკეტების საბოლოოდ აწყობა გერმანიაში მოხდეს.

„მოლაპარაკებების შეჩერების ბრძანება არ გაცემულა“, - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივლისში, ანკარაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემდა.

დონალდ ტრამპმა მსგავსი შეთანხმება გასულ კვირას ეჭვქვეშ დააყენა. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ არ შეთანხმებულა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!