ვახო სანაია - რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება - ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს: სულ ბოლომდე, გამარჯვებამდე!

რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება - ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს, ძალიან მარტივი და მკაფიოა: ბოლომდე! სულ ბოლომდე, გამარჯვებამდე! - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „რეჟიმი განწირულია“.

„ვერანაირი პატიმრობა, ჯარიმა და დარბევა ჩვენზე ვერ მოახდენს იმ გავლენას, რა ჩანაფიქრიც შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყნის დე ფაქტო მმართველს.

რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს, ძალიან მარტივი და მკაფიოა: ბოლომდე! სულ ბოლომდე, გამარჯვებამდე!

ვიბრძვით, რომ დავანგრიოთ ეს ძალადობრივი რეჟიმი. ეს რეჟიმი განწირულია. რამდენჯერაც უნდათ, იმდენჯერ მოახდინონ რეაგირება, არანაირი პრობლემა არ არის. კიდევ დავწერ, ბევრჯერ დავწერ, იმდენჯერ, რამდენჯერაც მომესურვება. მოდი, მარტივი შეკითხვა დაუსვას საკუთარ თავს ივანიშვილმა, რა მიიღო იმით, რომ დამაპატიმრა, გარდა იმისა, რომ თავისი მარიონეტის სახელი კიდევ უფრო დამკვიდრდა. აქ იმისთვის არ ვიჯექი, რომ გამოვიდე და რაიმე არ დავწერო, იმისთვის ვიჯექი, რომ ვწერ და ვსაუბრობ“,- განაცხადა სანაიამ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს.

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე