ანა წითლიძე - ვისურვებდით, რომ თინა ბოკუჩავა ყრილობას დაესწროს, რადგან ის  არის  პარტიის ნაწილი, მით უმეტეს 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მენეჯმენტს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა

დღეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგით მე-13 სამუშაო ყრილობა, სადაც ჩვენი რაიონული, რეგიონული და თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები პარტიის მმართველობით, დროებით საბჭოს აირჩევენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ პარტიის ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კანდიდატები უკვე წარდგენილი არიან, თუმცა საზოგადოებისთვის მათი ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“ყრილობის დაწყებამდე კანდიდატებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ კანდიდატები უკვე წარდგენილი არიან. კანდიდატების წარდგენის უფლება ჰქონდა პოლიტიკური საბჭოს 15 წევრს. 15 წევრს ჰქონდა 3 კანდიდატის წარდგენის უფლება. კანდიდატების სია პროცედურის მიხედვით როგორც ხდება, ეს საკითხი დადგება ყრილობაზე და ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ყრილობა გადაწყვეტილებას მიიღებს, უკვე ცნობილი გახდება იმ კანდიდატების ვინაობა, ვისაც ყრილობამ ნდობა გამოუცხადა”, - განაცხადა წითლიძემ.

რაც შეეხება კითხვას, დაესწრება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა დღევანდელ ყრილობას, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ დაზუსტებით არ იცის.

“ვისურვებდით, რომ ყრილობაზე იყოს, რადგან თინა არის ამ პარტიის ნაწილი, მით უმეტეს 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმ მენეჯმენტს, რომელსაც უფლებამოსილება ამოეწურა და რომლის ნაწილი თინაც იყო, მიუხედავად ძალიან ბევრი გამოწვევისა, ძალიან რთულ დროს მოუწია პარტიის მართვა. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, რომ თინა ესწრებოდეს ამ ყრილობას, თუმცა მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დაესწრება თუ არა”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომას არ დასწრებია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!