Bloomberg - ევროპელმა და რუსმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს

ევროპელმა და რუსმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს, - ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა გასულ თვეში, ვენაში შედგა.

წყაროების ცნობით, შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ტიმ ბაროუ, გერმანიის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მარკუს ედერერი და ვეტერანი ფრანგი დიპლომატი პიერ ვიმონტი მონაწილეობდნენ.

წყაროებმა შეხვედრაში რუსეთის მხრიდან მონაწილეების ვინაობის გასაჯაროებაზე უარი თქვეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და შეხვედრა უწყების სახელით ან მასთან კოორდინაციით არ ჩატარებულა“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!