საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, „AI ბიზნესისთვის“  ტრენინგი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, „AI ბიზნესისთვის“ ტრენინგი გაიმართა, რომლის მიზანს მეწარმეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობა და ბიზნესსაქმიანობაში მისი პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

„ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის ძირითადი პრინციპებსა და მათი ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების საკითხებს, რუტინული ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისა და გამარტივების გზებს, მოწინავე AI მოდელებისა და პლატფორმების მიმოხილვას, ხელოვნურ ინტელექტთან ეფექტური კომუნიკაციის (პრომპტინგის) მეთოდებს, ტექსტური, ფოტო, ვიდეო და აუდიო კონტენტის გენერირების შესაძლებლობებს, ასევე AI აგენტების გამოყენებასა და მონაცემთა დამუშავების თანამედროვე მიდგომებს და სხვ.

პროგრამა აერთიანებდა როგორც თეორიულ საკითხებს, ისე პრაქტიკულ მაგალითებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიურ საქმიანობაში ეფექტიანად გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, გაამარტივონ სამუშაო პროცესები, გაზარდონ პროდუქტიულობა და ხელი შეუწყონ საკუთარი ბიზნესის განვითარებას.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მომავალშიც გააგრძელებს „AI ბიზნესისთვის“ ტრენინგების ორგანიზებას როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ბიზნესსექტორში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების პოპულარიზაცია, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების პრაქტიკული დანერგვის ხელშეწყობა, მეწარმეთა ცოდნის გაღრმავება და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის მხარდაჭერა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!