ირაკლი კობახიძე - ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკავშირებადობის განვითარებისთვის

საგარეო პოლიტიკური კუთხით გასული 2 თვე იყო საკმაოდ აქტიური საქართველოს მთავრობისთვის. განსაკუთრებით ვაქტიურობდით ცენტრალური აზიის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პერიოდში განხორციელდა სამი ვიზიტი უმაღლეს დონეზე შუა აზიის სამ ქვეყანაში - ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში.

„ასევე, შედგა შუა აზიის ორი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტები საქართველოში, ეს იყო უზბეკეთის ადა თურქმენეთის პრეზიდენტების ვიზიტები. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები ყაზახეთთან და უზბეკეთთან.

რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებებს, ზოგადად ჩვენს თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა და ასევე, განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვაც.

საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკავშირებადების განვითარებისთვის. მომავალშიც, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!