პრემიერი - აქტიურად გრძელდება მუშაობა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შესაძენად

კომპანია „იტალფარმაკოსთან“ გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს.

„ამ მედიკამენტს მაღალი ფასის გამო არ ყიდულობს მრავალი ისეთი ქვეყანაც კი, რომლის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს ეკონომიკას 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, თუმცა საქართველო არის, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში, მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, ასე ვიტყოდი საკმაოდ თამამად. სწორედ ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულად ამ მედიკამენტის შეძენასთან. სწორედ ამ ზრუნვის გამოხატულებაა ამ პროცესების წარმატებით დაგვირგვინება.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. ახლაც გრძელდება აქტიურად მუშაობა მეორე მედიკამენტის შესაძენად და იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება წარმატებით ეს პროცესიც.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს ამ პროცესის აქტიურად წარმართვისთვის და წარმატებით დასრულებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს