პროკურატურა სასამართლოში, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, მისი ბიძაშვილის, მსჯავრდებულ ანდრია ლილუაშვილის მობილურ ტელეფონზე ჩატარებულ კომპიუტერულ ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს

პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მისი ბიძაშვილის, მსჯავრდებულ ანდრია ლილუაშვილის მობილურ ტელეფონზე ჩატარებულ კომპიუტერულ ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს.

როგორც საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი განმარტავს, ის სასამართლოში აღნიშნული დასკვნის საქმეზე დართვის შუამდგომლობას დააყენებს. ამასთან, ბერძენიშვილის თქმით, ანდრია ლილუაშვილის ტელეფონში მათ შორის, მიმოწერები არის „ქოლ ცენტრებთან“ დაკავშირებითაც.

„ანდრია ლულუაშვილის მობილური ტელეფონებზე დანიშნული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზა, დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარემ კომპიუტერული ექსპერტიზის შუალედური დასკვნა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული მიმოწერა, აუდიო საუბრები, ფოტო, ვიდეომასალა იქნა მიღებული ამ ექსპერტიზის ფარგლებში. შესაბამისად, დღეს, ბრალდების მხარე სასამართლოში დააყენებს შუამდგომლობას ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის დართვასთან და დასკვნის გამცემი ექსპერტის დაკითხვასთან დაკავშირებით. ასევე, ბრალდების მხარე, თუ ამის დრო და საშუალება იქნება, გამოიკვლევს იმ მასალას, რომელიც ექსპერტიზის მასალას ახლავს.

რაც ამ ეტაპზე მტკიცებულების სახით დართული არ არის საქმეზე, სწორი არ ვიქნები, თუ ამაზე შინაარსობრივად ვისაუბრებ. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მათ შორის, კონკრეტულ „ქოლ ცენტრთან“ მიმართებით არის მიმოწერები, საქმეში ფიგურანტი პირები, მათ შორის, რომლებიც დაკითხული არიან საქმეში და სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს, მათი მონაყოლი ამ მიმოწერიდან ცალსახად დასტურდება. ეს ცალსახად პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებაა, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა შეფასდეს ერთობლივად, ყველა მტკიცებულების ჭრილში. ჩვენ გვყავს მოწმეები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ კონკრეტული „ქოლ ცენტრის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ჩვენ დადგენილი გვაქვს ამ მიმართულებით ლილუაშვილების ერთმანეთთან კავშირი, როდესაც ამ პირებს შორის მიმოწერა მოგვაქვს და მათ შორის მიმოწერა არის გრიგოლ და ანდრია ლილუაშვილებს შორის, ბუნებრივია, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, თუმცა, შინაარსობრივად, რა მიმოწერაა, ან ცალსახად რას ადასტურებს, ან რას - ვერა, ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ანდრია ლილუაშვილს, ის გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზეა მსჯავრდებული და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე