ლევან სანიკიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ერთიანობა, რომ პარტიაში არ არსებობს დაპირისპირება - ყველა პარტიაში არსებობს კამათი, სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ საკვანძო მომენტში უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა

ყველა პარტიაში არსებობს კამათი, სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ საკვანძო მომენტში პარტიამ უნდა აჩვენოს ერთიანობა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარტიის ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ყრილობის მთავარი მიზანი არის, რომ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ე.წ. გარდამავალი პერიოდისთვის მოემზადოს.

“დღევანდელ ყრილობას აქვს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია და დანიშნულება - პარტია ემზადება დროებითი, გარდამავალი მმართველობისთვის, როდესაც პარტიის მხრიდან შერჩეული იქნებიან “ბორდის” წევრობის კანდიდატები. ყრილობა ვისაც დაუჭერს მხარს, სწორედ ისინი იქნებიან წარმოდგენილი მმართველობით “ბორდში”. 6 თვიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ, პარტიაში ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები, პარტიაში ისევ მოგვიწევს ყრილობის მოწვევა, როგორც განსაზღვრული არის კანონმდებლობით. “ნაციონალური მოძრაობა” დღეს არ ირჩევს თავმჯდომარეს. პარტიას ეყოლება “ბორდი”, რომელიც შეასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებს, რომელიც პარტიაში დაკავებული იყო როგორც გენერალურ მდივანთან, სამდივნოს წარმომადგენელთან, დეპარტამენტების წარმომადგენლებთან და ა.შ. ამ ფუნქციებს შეითავსებს მთლიანად “ბორდი”. ამავე დროს, პოლიტსაბჭოც ბევრად უფრო აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში. დღევანდელი ყრილობის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ პარტია მოემზადოს გარდამავალი პერიოდისთვის”, - განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება კითხვას, დაესწრება თუ არა პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა ყრილობას, სანიკიძემ განაცხადა, რომ ის თავად გააკეთებს ამ საკითხზე განცხადებას.

“მქონდა კომუნიკაცია თინა ბოკუჩავასთან, მაგრამ არ მაქვს უფლება მისი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ გაცნობოთ. ის თავად გააკეთებს ამ განცხადებას, იქნება თუ არა ყრილობაზე, ამას თქვენ თვითონაც ნახავთ. რაც შეეხება ურთიერთდაპირისპირებას და ასე შემდეგ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” დღევანდელ ყრილობაზე ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ერთიანობა, რომ პარტიაში არ არსებობს დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ყველა პარტიაში არსებობს კამათი, სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ საკვანძო მომენტში პარტიამ უნდა აჩვენოს ერთიანობა და ჩვენი დღევანდელი ყრილობა, მათ შორის ამასაც უნდა მოემსახუროს, რომ ჩვენს ამომრჩევლებში, მხარდამჭერებში ხაზი გაესვას იმას, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის ერთიანი”, - განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს ყრილობას მართავს. მანამდე, პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, რომელსაც თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა არ ესწრებოდა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს