„ძლიერი საქართველო - ლელოს”  ლიდერები რეგიონებში ხალხთან შეხვედრებს განაგრძობენ

„ძლიერი საქართველო - ლელოს” ლიდერები რეგიონებში ხალხთან შეხვედრებს განაგრძობენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, ლიდერებთან, მამუკა კაციტაძესთან და ოთო ფარულავასთან ერთად რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ ნიკორწმინდაში იმყოფება.

მათივე ცნობით, ნიკორწმინდაში ყოველწლიური ტრადიციული დოღი გაიმართა, რომელიც მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით ჩატარდა. პოლიტიკოსებმა ღონისძიების მონაწილეებსა და იქ შეკრებილ მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ირაკლი კუპრაძემ სახალხო დღესასწაულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი რეგიონში ყოფნის მიუხედავად დოღს არ დაესწრო და მოქალაქეებს არ შეხვდა.

„ამბროლაურში, სოფელ ნიკორწმინდაში ვიმყოფებით, სადაც პრობლემებთან ერთად ვსაუბრობთ ლხინზე, იმიტომ რომ ეს არის სახალხო დღესასწაული - დოღი.

მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსი აკეთებდეს პოლიტიკას, როგორც პრობლემებზე ორიენტირების ნაწილში, ისე, ერთობის, გაერთიანების საინტერესო სახალხო დღესასწაულების და ტრადიციების მიმართულებით.

ეს არის ირაკლი კობახიძის სოფელი, რომელიც დღეს რაჭაში იმყოფება მაგრამ ვერ შეძლო და არ გამოვიდა საქართველოს იმ 5 ათას მოქალაქესთან, რომელიც აქ იყო გამოსული. ეს არ იყო პარტიული ღონისძიება, ეს იყო თვითორგანიზებით შეკრებილი მოქალაქეების ერთობა მაგრამ კობახიძე დღეს დაიმალა“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორებისა და მონაწილეების თქმით, იმისთვის, რომ ეს ღონისძიება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და განვითარდეს, აუცილებელია მისი მხარდაჭერა, „თუმცა ამ შემთხვევაში ხელისუფლება ხალხთან ყოფნისგან თავს იკავებს“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!