თინა ბოკუჩავა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე მივიდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა პარტიის ყრილობას ესწრება. ბოკუჩავა „Hotels & Preference Hualing Tbilisi”-ში ზუსტად 15:00 საათზე მივიდა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მას „მოსვლისთვის რამდენიმე მიზეზი“ ჰქონდა.

„სამი მიზეზით ვარ აქ - უპირველესად მადლობა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც დელეგატები არიან ყრილობაზე, იმ ნდობისთვის, რომელიც მათ მომანიჭეს 2 წლის წინ, რათა 2 წელი მემსახურა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს.

მეორე: თუ აქამდე ვინმემ ვერ გაიგო, ახლა გაიგონ, რომ ჩემთვის მთავარია ბრძოლა და არანაირი თანამდებობას არ ჰქონია მნიშვნელობა. მთავარია ბრძოლა, ღირსება, სიმართლე და გამარჯვება, რომელიც უნდა მოვიპოვოთ.

მესამე მიზეზია ის, რომ მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას რომ მმართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, ახლა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება ის, რომ ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითი წევრი. ჩემი თხოვნა იყო, ჩემი კანდიდატურის დასახელება არ მომხდარიყო, შესაბამისად, არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხზე. ეს არის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება 6 თვით. მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ