განათლების მინისტრის განმარტებით, სტუდენტები, რომლებიც ამჟამად აგრარულ მიმართულებებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ირიცხებიან, სწავლას იქვე დაასრულებენ

აგრარული მიმართულება, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველკურსელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად, სტუდენტები, რომლებიც ამჟამად აგრარულ მიმართულებებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ირიცხებიან, სწავლას იქვე დაასრულებენ.

„ის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ და მოქმედნი არიან მეორე და ზედა კურსებზე, ისინი მილევად რეჟიმში დაასრულებენ ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მიმართულებას. გარკვეული პერიოდი იყო საჭირო იმისთვის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს გაევლო შესაბამისი აკრედიტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ახლა კი, ეს პროცესი უკვე დასრულებულია.

საზოგადოებას მსურს ასევე ვაცნობო, რომ ორმა რეგიონულმა უნივერსიტეტმა - შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა - გაიარეს აკრედიტაცია, რომ განახორციელონ ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ რეფორმის ფარგლებში, რეგიონულ უნივერსიტეტებთან მიმართებით, პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა ვიწრო პროფილური მიმართულებები, მათ შორის პედაგოგიური, ტურიზმი და აგრარული საგანმანათლებლო პროგრამები. უნივერსიტეტებს, რომლებსაც ახალი მიმართულებები დაემატათ, რა თქმა უნდა, გაეზარდათ მიღების კვოტებიც“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!