გაერო-ს უმაღლესი კომისარი - მარტის შემდეგ ირანში სიკვდილით, სულ მცირე, 56 ადამიანი დასაჯეს - სიკვდილით დასჯა კიდევ 100 ადამიანს ემუქრება

მარტის შემდეგ ირანში სიკვდილით, სულ მცირე, 56 ადამიანი დასაჯეს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.

ვოლკერ თურქის ცნობით, ირანში 27 ადამიანი მიმდინარე წლის დასაწყისში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დასაჯეს.

„შეშფოთებული ვარ მარტის თვის შემდეგ ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების ზრდით“, - განაცხადა გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა.

თურქმა აღნიშნა, რომ ირანი სიკვდილით დასჯას მოსახლეობაში შიშის დათესვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით იყენებს.

მისი თქმით, ირანში სიკვდილით დასჯა კიდევ 100 ადამიანს ემუქრება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!