ირაკლი კირცხალია - ჩვენ აგენტურის სახეცვლილება ვნახეთ - რას აკეთებდნენ და როგორ იქცეოდნენ რუსეთთან მიმართებით რუსეთ-უკრაინის ომამდე და როგორ იქცევიან რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ

ჩვენ აგენტურის სახეცვლილება ვნახეთ - რას აკეთებდნენ და როგორ იქცეოდნენ რუსეთთან მიმართებით რუსეთ-უკრაინის ომამდე და როგორ იქცევიან რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ - ჩვენ მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკა ავირჩიეთ, რომელიც პირდაპირ კონვერტირდება ეკონომიკურ წინსვლაში, - ეს განცხადება ოპოზიციაზე საუბრისას უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.

„შეტევების დროს მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი იყო, რომ თურმე ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ყველანაირი ეკონომიკური თუ არაეკონომიკური ურთიერთობა უნდა გადაგვეკეტა. უხეში დათვლით ამით რუსეთის ეკონომიკის 1%-საც ვერ ვეხებოდით და ჩვენი ეკონომიკა ალბათ -14%, -16%-ში უნდა გასულიყო და ქვეყანა ეკონომიკურად მოწყვლადი გამხდარიყო. რატომ იყო ეს დავალება წამოსული?! - იმიტომ, რომ ქვეყანა და საზოგადოება, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი, თავიანთი ჭკუით ძალიან მარტივი სამართავია. ნურას უკაცრავად - მათ არ იციან საქართველოს ისტორია, ქართველი საზოგადოების ხასიათი და ეს ფუჭი მცდელობები კონტრპროდუქტიულად მუშაობს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიამ განაცხადა ისიც, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოს რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტისკენ მოუწოდებდნენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან რუსეთში სპირტის ექსპორტი 400 და 500 პროცენტით იყო გაზრდილი.

„როდესაც ვსაუბრობთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს გვეუბნებოდნენ, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთ რუსეთთანო. ამ დროს ბალტიისპირა ქვეყნებიდან რუსეთში 400 და 500 პროცენტით იყო გაზრდილი სპირტის ექსპორტი. გამოდიან ახლა ერთმანეთის მიყოლებით და ამბობენ, როგორი მნიშვნელოვანია ენერგომატარებლებთან მიმართებით რუსეთთან ურთიერთობა და როგორ ნანობენ ბევრ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთთან მიმართებით მიიღეს. ჩვენი პარტნიორები - ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები რიგში დგანან, რომელი პირველი გააფორმებს სტრატეგიულ, თუ ეკონომიკურ პარტნიორობას და საქართველოს თურმე ამის უფლება არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ