განათლების მინისტრი - სკოლის ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და იქნება როგორც საცალო, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმი - კონკრეტული ბანკის ბარათით შეძენის შემთხვევაში, იქნება შეღავათები

1-ელი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების რეალიზაცია - იქნება როგორც საცალო, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმი, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში არიან ბანკებთან, რომელთაც გარკვეული შემოთავაზებები ექნებათ საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით.

„1-ელი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების რეალიზაცია. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული იმ პროცესზე, რომელიც ფორმების რეალიზაციასთან არის დაკავშირებული. იქნება როგორც საცალო, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმი. ამისთვის, შემუშავებულია სპეციალური პლატფორმა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ჩვენ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ვართ ბანკებთან, რომელთაც აქვთ გარკვეული შემოთავაზებები საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით, ესეც იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. მაგალითად, კონკრეტული ბანკის ბარათით შეძენის შემთხვევაში, რა შეღავათები შესაძლოა გაითვალისწინოს ბანკმა შემძენ პირთან მიმართებაში“, - აღნიშნა მიქანაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე