ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა - ერთადერთი ენა, რომელიც კრემლს ესმის, ძალაა

რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. კიევმა მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმის კიდევ ერთი ღამე გადაიტანა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში წერს.

„სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა. ნამდვილი ტერორი. უკრაინას ახლავე სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა. ყოველი მოგერიებული რაკეტა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი თქმით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.

„ერთადერთი ენა, რომელიც კრემლს ესმის, ძალაა. მსოფლიომ უნდა გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე და აიძულოს ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!