ლევან ხაბეიშვილი - მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - ყველა მოერიდოს, საჯაროდ შეურაცხყოს ჩვენი ოჯახი, ყველამ გამოიჩინოს თმენის უნარი, გონიერება და ზიანი არ მოვუტანოთ ჩვენს გუნდს

მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - ყველა მოერიდოს საჯაროდ შეურაცხყოს ჩვენი ოჯახი. ყველამ გამოიჩინოს თმენის უნარი, გონიერება და ზიანი არ მოვუტანოთ ჩვენს გუნდს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, „წყალსაც წაუღია ყველა თანამდებობა და რეგალია, გარდა ხალხის მსახურებისა“.

„ნამდვილი ქართული, პატრიოტული პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ არჩეული გვაქვს აღმაშენებლის, თამარის, ილია ჭავჭავაძის, ამბროსი ხელაიას, იესოს გზა!

ჩვენს წინააღმდეგ კი არის ბოროტება, სიძულვილი! ავაზაკ ბარაბას, მოღალატე იუდას და ყაჩაღურ გზას ადგას ივანიშვილი!

მათ დაანგრიეს, ააფეთქეს საყდრისი - ჩვენ აღვადგინეთ ბაგრატი, ისინი ანგრევენ გელათს - ჩვენ ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღვადგინეთ!

ჩვენ ავაშენეთ რიყის პარკი, დავამშვენეთ მსოფლიოში აღიარებული “დოქებით”, ისინი კი ანგრევენ, ანადგურებენ!

ჩვენ გერბზე ამოვტვიფრეთ ამოვტვიფრეთ “ძალა ერთობაშია” და ისინი კი ანგრევენ ყველაფერს, რის გარშემო გაერთიანებაც შეიძლება!

ჩვენთვის ანწუხელიძე გმირია, მათთვის კი არავინ - შეურაცხყოფენ მის სულს, საფლავს!

ჩვენთვის წმინდაა ჩვენი დროშა, ისინი კი ებრძვიან მას!

ჩვენ წმინდა გიორგის მონუმენტი აღვმართეთ თავისუფლების მოედანზე, ისინი კი ჯვრის მონასტერს ანგრევენ.

ჩვენ გვინდა სოხუმში ავაშენოთ ყველაზე დიდი აეროპორტი ევროპაში, ისინი კი ევროპულ პერსპექტივას, საქართველოს ერთიანობის იდეას კლავენ!

ჩვენ გვინდა საქართველოდან გადახვეწილი ჩვენი ხალხი დაბრუნდეს მის სანუკვარ ოჯახში და ესენი კი ხმის უფლებასაც კი ართმევენ!

ჩვენ გვინდა საქართველოში გათენდეს და მათ სურთ ბნელი და უკუნი!

მივესალმები თქვენს შრომას, ბრძოლას, გაუტეხელობას და ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე!

მადლობელი ვარ, რომ მქვია თქვენი მსახური.

არაფრის შეგეშინდეთ, არაფერმა გაგტეხოთ და მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის!

ჩემი მოკითხვა მიხეილ სააკაშვილს, ჩემს ძმადნაფიც ირაკლი ნადირაძეს და ჩვენს წევრებს, რომლებიც საპყრობილეში სხედან.

მიიღეთ ჩემი სიყვარული და პატივისცემა!

ბოლოს, მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

ყველა მოერიდოს საჯაროდ შეურაცხყოს ჩვენი ოჯახი. ყველამ გამოიჩინოს თმენის უნარი, გონიერება და ზიანი არ მოვუტანოთ ჩვენს გუნდს!

წყალსაც წაუღია ყველა თანამდებობა და რეგალია, გარდა ხალხის მსახურებისა!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

დიდება გმირებს”, - წერს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობას მართავს, რომელზეც პარტია დროებით მმართველ საბჭოს აირჩევს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე