ემანუელ მაკრონი - უკრაინის გვერდით დგომისას არ დავნებდებით არც დაღლილობას და არც დაშინებას - ყოველი ახალი თავდასხმა ადასტურებს აშკარა ჭეშმარიტებას: რუსეთმა უნდა გადაიხადოს აგრესიის ფასი!

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და მოსკოვის „ტერორის პოლიტიკა“ გააკრიტიკა.

„კიევსა და მის რეგიონში რუსეთმა კვლავ აირჩია მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. ტერორის ეს პოლიტიკა, რომელიც რაკეტებითა და დრონებით ხორციელდება, მიუღებელია“, - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, ყოველი ახალი თავდასხმა ადასტურებს აშკარა ჭეშმარიტებას: რუსეთმა უნდა გადაიხადოს აგრესიის ფასი და პასუხი აგოს თავის დანაშაულებზე.

„უკრაინის გვერდით დგომისას არ დავნებდებით არც დაღლილობას და არც დაშინებას. ევროკავშირი და მისი პარტნიორები გააგრძელებენ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებით და ამავდროულად გააძლიერებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა და საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - განაცხადა მაკრონმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!