განათლების მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში მიიღებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმას უფასოდ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია. აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის ცნობით, უსასყიდლოდ სასკოლო ფორმით ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.

სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში. -

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უსასყიდლოდ გადასაცემი სასკოლო ფორმის ნაკრები ბიჭებისთვის შედგება ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან, ხოლო გოგონებისთვის – ერთი პიჯაკის, ერთი შარვლისა და ერთი ქვედაკაბისგან.

გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების რეალიზაციის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, პირველი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების გაყიდვა როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმში და უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული აღნიშნულთან დაკავშირებით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!