ანა წითლიძე - მმართველობით საბჭოს დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, რეფორმების საბჭოსთან ერთად, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი წარმოადგენს, ვიმუშაოთ იმაზე, რომ პარტიაში რეფორმები განხორციელდეს და გაძლიერდეს

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, პარტიის მმართველობით საბჭოს შემადგენლობაში შემავალ 9 წევრს ეკისრება პასუხისმგებლობა, გარდამავალ პერიოდში განახორციელოს პარტიაში რეფორმები და პარტია გააძლიეროს.

როგორც წითლიძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თავად განაცხადა, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკურ საბჭოში დარჩეს, როგორც პოლიტიკური საბჭოს წევრი.

„დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მე-13 ყრილობა ჩატარდა. ამ ყრილობაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე საკითხი - ეს იყო დროებითი მმართველობის საბჭოს არჩევა. ეს არის მთავარი მმართველი ორგანო, რომელმაც უნდა მართოს პარტია ამ გარდამავალ პერიოდში. წარმოდგენილი იყო 9 კანდიდატი, ეს კანდიდატები აირჩია ყრილობამ, შესაბამისად, ამ ადამიანებს დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ იმ რეფორმების საბჭოსთან, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი წარმოადგენს, უახლოეს 6 თვეში, ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ პარტიაში განხორციელდეს რეფორმები და პარტია გაძლიერდეს.

თინა [ბოკუჩავა] წარმოდგენილი იყო მმართველობის საბჭოში, მას ჰქონდა 17-ი პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაცია. ჩვენი წესდების შესაბამისად და საბჭოს დადგენილების შესაბამისად პოლიტსაბჭოს 15 წევრს ჰქონდა უფლებამოსილება, რომ 3 კანდიდატი დაეყენებინა მათ შორის თინა იყო დასახელებული - წარდგენილი იყო ყრილობაზე, თუმცა ქალბატონმა თინამ თქვა, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკურ საბჭოში დარჩეს, როგორც პოლიტიკური საბჭოს წევრი და არა პარტიის მმართველობის საბჭოში“,- განაცხადა წითლიძემ.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი, ირაკლი ფავლენიშვილი გახდა. ასევე, მმართველობითი საბჭოს შემადგენლობაში შედიან - პეტრე ცისკარიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი და პატიმრობაში მყოფი ირაკლი ნადირაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!