მედია - ფრიდრიხ მერცი ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია - შს მინისტი შვებულებას წყვეტს და ბერლინში ბრუნდება

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია, - ინფორმაციას The Guardian-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანული მედიის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი შვებულებას ნაადრევად წყვეტს და ბერლინში ბრუნდება.

დობრინდტი ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას გამართავს.

ასევე, Bild-ის ინფორმაციით, დობრინდტმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცსაც მიაწოდა.

შეგახსენებთ, ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული „ანტონოვის“ სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას გერმანიის პროკურატურის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები აწარმოებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!