თინა ბოკუჩავა - ძალიან  მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალი ადამიანის შემოსვლა პარტიულ რიგებში, ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან მძიმე ბრძოლა - ჩემთვის მთავარი არის, იყო და იქნება ბრძოლა, ღირსება და პრინციპები

სრული გულწრფელობით წარმატება მინდა ვუსურვო დროებითი მმართველობის საბჭოს ისევე, როგორც რეფორმატორთა საბჭოს, რომლის აღმასრულებელი მდივანი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალი ადამიანის შემოსვლა პარტიულ რიგებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალი ადამიანის შემოსვლა პარტიულ რიგებში. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც გადადის თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს ოჯახებზე. სრული გულწრფელობით მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ ადამიანს, რომელმაც დღევანდელი ყრილობის გადაწყვეტილებით აიღო პასუხისმგებლობები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამის სტრუქტურულ ცვლილებებში, რომელიც დღევანდელმა ყრილობამ დაამტკიცა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განმარტებით, 14-წლიანი ბრძოლის მანძილზე არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მისთვის მთავარი.

„14 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ბრალდება მომისმენია ჩემთან მიმართებაში, მაგრამ როგორც წესი პროპაგანდის მხრიდან და არა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩემს თანამებრძოლებად მოიაზრებიან. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც მე სრულიად ლეგიტიმური, საფუძვლიანი კითხვები დავსვი საზოგადოების წინაშე მოვისმინე ძალიან უსამართლო შეფასებები. როგორც ჩანს ზოგიერთმა ამ 14-წლიანი ბრძოლის მანძილზე არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ჩემთვის მთავარი. ჩემთვის მთავარი არის, იყო და იქნება ბრძოლა, ღირსება და პრინციპები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი, ირაკლი ფავლენიშვილი გახდა. ასევე, მმართველობითი საბჭოს შემადგენლობაში შედიან - პეტრე ცისკარიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი და პატიმრობაში მყოფი ირაკლი ნადირაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ