გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ რეჟიმი ყოველ აგვისტოს ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის ფაშისტური და იმპერიალისტური როლი შეასუსტოს და მსუბუქად წარმოგვიჩინოს - ეს არის რეჟიმი, რომლის არსებობაში ყველა დღე არის ანტიქართული

„ქართული ოცნების“ რეჟიმი ოკუპაციაზე არის ჩუმად, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ომის კვირის წინა პერიოდში, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ფაშისტური და იმპერიალისტური როლი სულ უფრო შეასუსტოს და მსუბუქად წარმოგვიჩინოს.

„ქართული ოცნების“ რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ემსახურება რუსეთის ინტერესებს, მიზნებს და ამოცანებს და ღალატობს ქართველი ხალხის ეროვნულ მიზნებს. ნაცვლად იმისა, რომ რეჟიმი აქტიურად ლობირებდეს იმ მძიმე საკითხებს, რაც არის დეოკუპაციის საკითხი, არაღიარების პოლიტიკის გამტკიცება, საოკუპაციო ხაზზე ადამიანებს ეხმარებოდეს, რუსეთის ფაშისტურ ფედერაციის აგრესიაზე საუბრობდეს, ეს არის რეჟიმი, რომელიც ოკუპაციაზე არის ჩუმად, რომლის ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტიც არ ახსენებს რუსეთს, როგორც აგრესორს, ღიად არ ლობირებს ოკუპაციის საკითხს, პირიქით, ყოველ აგვისტოს, ომის კვირის წინა პერიოდში, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ფაშისტური და იმპერიალისტური როლი სულ უფრო შეასუსტოს და მსუბუქად წარმოგვიჩინოს. ეს არის დასტური იმისა, რომ რეჟიმი არის საკუთარი ერის და მისი სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მომართული. ეს არის რეჟიმი, რომლის არსებობაში ყველა დღე არის ანტიქართული დღე“,- განაცხადა გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!