ადვოკატის ინფორმაციით, თბილისში უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზეში დააკავეს

თბილისში უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" მისმა ადვოკატმა თორნიკე ჯანელიძემ განაცხადა, რობერტ მეზეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

ადვოკატის თქმით, ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს, შესაბამისად, მისთვის უცნობია, რა გახდა უშულოდ დაკავების მიზეზი. მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, დაკავება ქვეყანაში ყოფნის ვადების დარღვევას უკავშირდება.

მანამდე ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატმა მარიკა არევაძემ დაწერა. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში ლეგალურად იმყოფება.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შსს-ში არკვევს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!