თბილისსა და რეგიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისსა და რეგიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია ქვეყანაში დაახლოებით 20:10 საათზე გამოირთო.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქს, მათ შორის დედაქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სოციალურ ქსელებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ დენი გაითიშა რეგიონებშიც.

ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გათიშვის ოფიციალური მიზეზი უცნობია. "ინტერპრესნიუსი" "სახელმწიფო ელექტროსისტემას" დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე, შემოგთავაზებთ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მესამე შემთხვევაა. ელექტროენერგია 24 ივლისს, 00:10 საათზე, გაითიშა. ასევე, ელექტროენერგია გაითიშა 25 ივლისს დაახლოებით, დილის 08:00 საათისთვის. 24 ივლისს სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. სემეკი თავის განცხადებაში განმარტავდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!