მედია - დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთში კიდევ ერთმა დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთში კიდევ ერთმა დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა The Moscow Times-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სარატოვში მდებარე “როსნეფტის” ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ სრულიად შეაჩერა მუშაობა დრონებით თავდასხმის შედეგად, რომელმაც საწარმოო ობიექტები დააზიანა და ხანძარი გამოიწვია.

2 აგვისტოდან ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არ მუშაობს ნავთობის პირველადი გადამუშავების ერთადერთი დანადგარი და მის აღდგენას შესაძლოა 2-3 კვირა დასჭირდეს.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 7 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ყოველწლიურად ის 1 მილიონ ტონა ბენზინსა და დაახლოებით 2 მილიონ ტონა დიზელს უშვებს.

ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისიდან ეს უკვე მეორე დიდი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელმაც მუშაობა შეაჩერა. 3 აგვისტოს მუშაობა შეაჩერა “ლუკოილის” ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით 5%-ს შეადგენს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!