პაატა დავითაია - ეჭვი მაქვს, ხდება დივერსიული შეტევები რუსეთის მხრიდან, რასაც ხელისუფლება არ ახმაურებს - „ენგურჰესი“ მთლიან საქართველოს არ ფარავს, რასაც გვეუბნებიან, რომ მოხდა დაზიანება და მთელ ქვეყანაში შუქი გაითიშა, ეს შეუძლებელია

თუ მთელ საქართველოში თიშავ შუქს, წინასწარ უნდა გააკეთო განცხადება. ეს არის საბოტაჟი, როდესაც წინასწარ განცხადებას არ აკეთებ, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით სემეკ-ის წევრის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა "ენგურჰესის" აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდება.

როგორც დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ენგურჰესი“ ამ ეტაპზე საქართველოს ელექტროენერგიის დაახლოებით 70%-ს ამარაგებს და არა მთლიან სისტემას, ამიტომ მხოლოდ იქ მიმდინარე სამუშაოებით, ქვეყნის სრულად ჩაბნელება, კითხვებს აჩენს.

დავითაია, ვარაუდობს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა კიბერშეტევას ან სხვა ტიპის დივერსიულ ქმედებას.

„ამ ეტაპზე, „ენგურჰესი“ მთლიან საქართველოს არ ფარავს. შეუძლია დაფაროს, მაგრამ ბევრი ტექნიკური მიზეზების გამო, რომელიც ჩასატარებელია, არ ფარავს. „ენგურჰესი“ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების დაახლოებით 70%-ს ფარავს. ჩვენ კი საქმე გვაქვს 100%-ით ჩაბნელებაზე. პირველი განცხადებით „ენგურჰესს“ დააბრალეს, მერე უკან წაიღეს, დააბრალეს სხვა რაღაცას.

ეჭვი მაქვს, რომ ხდება გარკვეული ტიპის დივერსიული შეტევები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რასაც ხელისუფლება არ ახმაურებს. ამის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს - „არ მოიქცევით ისე, როგორც საჭიროა, თქვენ გექნებათ პრობლემები“. რუსეთისთვის არ არსებობს კარგი ქცევა, მათ უნდათ ყველაფერი. ეს ჩემი ეჭვია, რომ მოხდა დივერსიული მოქმედებები, კიბერშეტევები.

რასაც გვეუბნებიან, რომ „ენგურჰესზე“ მოხდა დაზიანება და მთელ საქართველოში შუქი გაითიშა, ეს შეუძლებელია. ე.ი. შეიძლება ვთქვათ, რომ დამცველებმა არ იმუშავეს. ჩნდება კითხვა, ამდენი წელი მუშაობდა და 10 დღის განმავლობაში 3-ჯერ ითიშება მთელი საქართველო? თუ დამცველებმა არ იმუშავეს ე.ი. ეს არის საბოტაჟი, რაზეც საქმეც აღიძრა. თუ საბოტაჟზე არ დაიჭერენ ვიღაცებს, მაშინ დროის გაწელვაა ან „შეფუთვა“, - განაცხადა დავითაიამ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება