გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში გადაიყვანეს

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული, ნია იმნაძე კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, იმნაძე სავარაუდოდ, შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც მას აკავებდნენ.

მანამდე ნია იმნაძის ადვოკატმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს იმნაძის სახლთან მობილიზებული პოლიცია. ადგილზე ხმაურიც იყო.

არსებული ინფორმაციით, ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე "" ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.

ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებული იყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა