გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი - გერმანიის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონის აღმოჩენა საფრთხის ახალ დონეს აღნიშნავს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ დობრინდტის, განცხადებით, ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონის აღმოჩენა ქვეყნისთვის საფრთხის ახალ დონეს აღნიშნავს.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ინციდენტი, როგორც ჩანს, მოყვარულების ნამოქმედარი არ არის და გამომძიებლები მას „პროფესიული ჰიბრიდული საფრთხის სცენარის“ ნაწილად განიხილავენ.

„აქ საქმე გვაქვს მეტოქეობასთან, რომელშიც შესაძლოა უცხო სახელმწიფოებიც მონაწილეობდნენ - ეს გამოძიების ფარგლებში დადგინდება - და რომლებიც, აშკარად, ცდილობენ, გერმანიაში მნიშვნელოვანი გაურკვევლობა გამოიწვიონ,“ -განაცხადა დობრინდტმა.

შეგახსენებთ, ლაიფციგის აეროპორტში გუშინ უკრაინული „ანტონოვის“ სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. დრონის აღმოჩენამ განგაში გამოიწვია და რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო. გერმანიის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობის გასანეიტრალებლად სპეციალური რობოტი განათავსა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას გერმანიის პროკურატურის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები აწარმოებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ