რატი იონათამიშვილი - ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდირებს, რეალურად წინა ხელისუფლებას წარმოადგენს, რომლის დროსაც მართლაც რომ კატასტროფული სიტუაცია იყო

ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდირებს, რეალურად წინა ხელისუფლებას წარმოადგენს, რომლის დროსაც მართლაც რომ კატასტროფული სიტუაცია იყო - დღეს მკვლელობის უმძიმესი დანაშაული მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო გახსნის მაჩვენებელი პრაქტიკულად 100% უტოლდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი წერს.

იონათამიშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის მმართველობის პირობებში, წელიწადში საშუალო სტატისტიკის მიხედვით, ყოველ დღე კლავდნენ ადამიანებს, ხოლო გახსნის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო“.

იონათამიშვილი „ფეისბუქზე“ სტატუსთან ერთად, აქვეყნებს ქარდს, რომელზეც ასახულია 2004 წლიდან 2026 წლის 6 თვის ჩათვლით პერიოდში მკვლელობის რეგისტრირებული დანაშაული და გახსნის მაჩვენებელი.

“ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება, დავალებებს კი ადგილზე პასპორტით ქართველი, არსით და რაობით კი უსამშობლო აგენტურა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ასრულებს.

მათი მთავარი ამოცანა საქართველოში სიტუაციის არევა, ეკონომიკის დანგრევა, ქვეყნის გაღატაკება და საბოლოოდ, საქართველოს ომში ჩათრევაა. გარედან მართულ ამ საშიშ პროცესებს აქვს კიდევ ერთი მიზანი - საზოგადოება დაზაფრონ, დააშინონ, მუდმივად ნეგატიური ამბებით დაამძიმონ ფონი, რათა შემდგომ მარტივად მოახდინონ მანიპულაცია ხალხზე.

ცხადია, ამ ყველაფერს გონიერი ქართველი ხალხი არ წამოეგება, მაგრამ ის ფაქტი, რომ გარედან მართული ფსევდო მედია დღეს სწორედ ამ დავალებას ასრულებს - ცალსახაა. ალბათ ბოლო პერიოდში ბევრჯერ გსმენიათ უცხოეთიდან დაფინანსებული მედიით, რომ თითქოს საქართველოში მუდმივას მკვლელობები ხდება და კრიმინოგენური სიტუაცია უკონტროლოა.

სინამდვილეში - ყველაფერი პირიქითაა. ის ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდირებს, რეალურად წარმოადგენს წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც მართლაც რომ კატასტროფული სიტუაცია იყო.

ქვემოთ მოცემული ბანერი ასახავს მკვლელობის სტატისტიკას და კარგად ჩანს, რომ დღეს საქართველოში ეს უმძიმესი დანაშაული მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო განხსნის მაჩვენებელი, პრაქტიკულად 100% უტოლდება. ამ დროს - ნაცმოძრაობის მმართველობის პირობებში, წელიწადში საშუალო სტატისტიკის მიხედვით ყოველ დღე კლავდნენ ადამიანებს, ხოლო გახსნის მაჩვენებელი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი.

აი, ეს ხალხი პროპაგანდირებს დღეს კრიმინალური სიტუაციით, ამ დროს კი საქართველო 2026 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა!“, - წერს რატი იონათამიშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა