უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბაშკირეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბაშკირეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„დღეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ კიდევ ერთხელ იმუშავა რუსეთის ნავთობის შემოსავლების შემცირებისთვის, რასაც იგი ომის დასაფინანსებლად და უკრაინელების მკვლელობისთვის იყენებს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა აგრესორის ობიექტებს ფრონტის ხაზიდან 1300 კილომეტრზე დაარტყეს. მათ იერიში მიიტანეს ბაშკირეთში, „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ასევე, იაროსლავლის ოლქში ჩვენი საზღვრიდან თითქმის 700 კილომეტრში, „სლავნეფტ-იანოსის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, უკრაინამ წარმატებული დარტყმები შავ ზღვაშიც განახორციელა.

„დარტყმები განხორციელდა ორ სამხედრო საპატრულო კატარღასა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე. მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალების მებრძოლებს, რომლებიც დიპლომატიის შანსებს ზრდიან. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს“, - აცხადებს ზელენსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ