აზერბაიჯანული მედია - ბაქომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატური ნოტა გაგზავნა - აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ

აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატური ნოტა გაიგზავნა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Report-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს გავლით მოძრავი აზერბაიჯანული სატვირთო მანქანების მძღოლები აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უკვე რამდენიმე დღეა აყოვნებენ, რაზეც ოფიციალური ახსნა-განმარტება ამ დრომდე არ მიუღიათ.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ განმარტების მისაღებად საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.

აზერბაიჯანელი მძღოლების განცხადებით, დიდი ხნით მოცდა ძირითადად „სარფისა“ და „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე, თბილისში მდებარე საბაჟო გაფორმების ცენტრში უწევთ.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ გამოცემას აცნობა, რომ ინციდენტი კონტროლის ქვეშ არის და საელჩომ საქართველოს საგარეო უწყებას დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა.

ასევე, აზერბაიჯანის საელჩოს ცნობით, ვითარებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად იკვლევენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ