ნინო წილოსანი - „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ჩვენ 2008 წელსაც ვამბობდით, რომ რუსეთი ოკუპანტია - მათი მოქმედების წინაპირობა არის დავალება და უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ ეს დავალება არის რუსოფობობა

„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ჩვენ 2008 წელსაც ვამბობდით, რომ რუსეთი ოკუპანტია და დღესაც იგივეს ვაცხადებთ - საქმე იმაში კი არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზურ წევრებს უყვართ თუ არა რუსი ტურისტი ან რა დამოკიდებულება აქვთ მათ ამ ეთნოსის მიმართ, არამედ საქმე იმაშია, როგორი დავალება აქვთ მიღებული, - ეს განცხადება დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გააკეთა.

მისივე თქმით, 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რუსოფობობის დავალება მიიღეს.

„მათთვის სტანდარტი და მორალი არ არსებობს. როცა მათ დავალებად ჰქონდათ, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაეთბოთ, მიხეილ სააკაშვილიდან დაწყებული, ელენე ხოშტარია იყო თუ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხელგაშლილი ხვდებოდნენ როგორც რუს ტურისტებს, ასევე რუსულ ინვესტიციებს და ამბობდნენ რომ ფულს სუნი არა აქვს. კეთდებოდა ასეთი ამორალური განცხადებები. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არანაირი სტანდარტით და მორალით არ მოქმედებენ. მათი მოქმედების წინაპირობა არის დავალება - უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ ეს დავალება არის რუსოფობობა, საქმე იმაში კი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უყვართ თუ არა რუსი ტურისტები ან რა დამოკიდებულება აქვთ ამ ეთნოსის მიმართ, არამედ საქმე იმაშია, როგორი დავალება აქვთ მიღებული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ