მთავრობამ დაამტკიცა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგია გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

„ზოგადად მნიშვნელოვანი სტრატეგიაა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს როგორც საგზაო უსაფრთხოება, ასევე დავნერგოთ ის ახალი სისტემები, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს გზებზე არსებული მდგომარეობა და შესაბამისად, დავნერგოთ ის საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს ციფრი 25%-მდე შემცირდეს. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ როგორც სიჩქარის შემცირების პრევენციებზე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანთა უსაფრთხოება იყოს დაცული საქართველოს გზებზე“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა