ლევან მახაშვილი - აფხაზეთის ომთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძის განცხადებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, სადაც მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

მახაშვილის თქმით, ვხედავთ, როგორ ხელაღებით ხდება ქართველი ჯარისკაცების იმიჯის შელახვა.

„მძიმე და მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები. ჩემი აზრით, ამ სახის განცხადებებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ეს პირდაპირ სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების ომში ჩადენილ მძიმე დანაშაულებში.

სპეკულაციაა ამ თემით თამაში იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც თავის დროზე დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ნაცვლად იმისა, რომ მან საკუთარი ჯარისკაცების მუნდირი დაიცვას, პირიქით, ვხედავთ, ქართველი ჯარისკაცების იმიჯის შელახვა როგორ ხელაღებით ხდება.

ეს მხოლოდ იმიჯის შელახვა არ არის, ეს არის კონკრეტულ დანაშაულებში საკუთარი ჯარისკაცების დადანაშაულება.

ეს არ არის რიგითი პოლიტიკოსის დილის თუ საღამოს განცხადება. სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ ამ ტიპის განცხადებით. სულ ცოტა, ეს ამორალური განცხადებაა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

„აუცილებელი არ იყო ეს, მაგრამ, როდესაც ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას, მეგობარს, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია....“, - აღნიშნა ბარამიძემ.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ინტერვიუში საუბრობს 33 წლის წინანდელ, 1992-93 წელს აფხაზეთში რუსების მიერ გაჩაღებულ ომზე და იმ დროს ომის ტყვეების გაცვლის პროცესზე, „როცა არც რეგულარული გაწვრთნილი და დისციპლინირებული ჯარი გვყავდა და არც ნორმალური სახელმწიფო გვქონდა“.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა