ანა დადიანი - დღეს ქვეყანას ჰყავს არაკომპეტენტური და კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში მომხდარ ვერცერთ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს

დღეს ქვეყანას ჰყავს არაკომპეტენტური და კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში მომხდარ ვერცერთ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა, ანა დადიანმა განაცხადა, რითაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ელემენტარულ ადმინისტრაციულ მმართველობას ვერ აწარმოებს ხელისუფლება და „საქართველოს მოქალაქეებს უწევთ თითქოს ველურ გარემოში ცხოვრება“.

„ფაქტია, დღეს საქართველოს ენერგოსისტემაში კრიზისია და ამას ადასტურებს ის, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამჯერ ჩაქრა შუქი, რის შედეგადაც შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, მეტროსა და ლიფტებში გაიჭედნენ საქართველოს მოქალაქეები, შუქნიშნებმა შეწყვიტეს მუშაობა და ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაჩერდა.

ეს ადასტურებს იმას, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს არაკომპეტენტური და კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში მომხდარ ვერცერთ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს.

ცალსახაა, რომ პოლიტიკური და ლეგიტიმაციის კრიზისის მერე ქვეყანას უდგას მმართველობითი კრიზისი. ელემენტარულ ადმინისტრაციულ მმართველობას ვერ აწარმოებს ხელისუფლება და საქართველოს მოქალაქეებს უწევთ თითქოს ველურ გარემოში ცხოვრება. ეს იმიტომ, რომ არავინ პასუხს მათ არ სცემს, არ გამოსულა ეკონომიკის მინისტრი და განცხადება არ გაუკეთებია, არც პრემიერ-მინისტრს. საქართველოს მოქალაქეებისთვის არ აუხსნიათ რა მოხდა, რატომ ჩაქრა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამჯერ შუქი.

ის, რომ ქვეყანაში საკუთარ მოქალაქეებს არჩევანის უფლებას ართმევ, ამის შემდეგ არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ერთ კონკრეტულ პირზე იქნება ჩამოკიდებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს „ოცნების“ არცერთი გუნდის წევრს არ გააჩნია“, - აღნიშნა ანა დადიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ