ანდრეი სიბიგა კიევში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ კიევში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოლაპარაკებები გამართა.

„შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი საკითხები, მათ შორის რეგიონული უსაფრთხოება, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მცდელობები, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობა, ასევე, უკრაინის აღდგენის პროცესში აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი წვლილი“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

სიბიგას თქმით, დღევანდელი შეხვედრა უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ცნობისთვის, ეს უკრაინის დედაქალაქში ჯეიჰუნ ბაირამოვის პირველი ვიზიტია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ