გიორგი შარაშიძე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვაზე - დიდი ალბათობით, რეალური მიზეზი იმდენად მძიმეა, რომ ნებისმიერი სხვა ხარვეზის აღიარება ურჩევნიათ ნამდვილი მიზეზის გამოაშკარავებას

ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მესამედ გათიშვა და სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადება კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ პასუხისმგებელმა ორგანოებმა იცოდნენ სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობა, რატომ არ მოხდა შესაბამისი ზომების გატარება და მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება. როგორც გიორგი შარაშიძე აღნიშნავს, სავარაუდოდ, რეალური მიზეზი იმდენად მძიმეა, რომ ხელისუფლებას ნებისმიერი სხვა ხარვეზის აღიარება ურჩევნია ნამდვილი მიზეზის გამოაშკარავებას.

„ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მესამედ გათიშვის შემდეგ, სახელმწიფო ელექტროსისტემისა და შემდეგ სემეკის წევრის განცხადებამ, რომ ქვეყანაში დენის გათიშვა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე დაგეგმილმა ტესტირებამ გამოიწვია და სისტემის სრულად გათიშვის რისკის შესაძლებლობა მათთვის წინასწარ იყო ცნობილი, კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში?! მარტივი კითხვა უჩნდება ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც მეტროს ჩაბნელებული გვირაბების ფეხით გავლა მოუწიათ - თუ პასუხისმგებელმა ორგანოებმა იცოდნენ სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობა, რატომ არ მოხდა შესაბამისი ზომების გატარება და მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება? ეს კითხვა რომ ყველას გაუჩნდებოდა, ეს „ოცნებაშიც“ კარგად იცოდნენ, მაგრამ დიდი ალბათობით, რეალური მიზეზი იმდენად მძიმეა, რომ ნებისმიერი სხვა ხარვეზის აღიარება ურჩევნიათ ნამდვილი მიზეზის გამოაშკარავებას“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია მესამედ გაითიშა. ასევე, გაჩერებული იყო მეტროც. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ “ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, "ენგურჰესზე" მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ