გრიგოლ გეგელია - შათირიშვილი და კობახიძე კრემლის რუპორები არიან და ადამიანების მოსატყუებლად ზახაროვასა და ნარიშკინის ნარატივს ატარებენ

დღევანდელი რეჟიმი პრორუსულია - ის თუ როგორი იყო დასავლეთის რეაქცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ეს ამ რეჟიმის პრორუსულობის და იმ პარანოიდული ბოდვის, რასაც ზაზა შათირიშვილის კონსპირაციულ თეორიებში ვკითხულობთ, გამართლება ვერ იქნება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, „შათირიშვილი და კობახიძე კრემლის რუპორები არიან და ადამიანების მოსატყუებლად ზახაროვასა და ნარიშკინის ნარატივს ატარებენ“.

„ის რომ 2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთის რეაქცია სათანადო და ადეკვატური არ იყო, ეს თავად დასავლეთის მიერ არის აღიარებული, რომელიც ნანობს იმას, რომ რუსეთს თავის დროზე ადეკვატურად პასუხი არ გასცა, როცა საქართველოში შეიქმნა პირველი მაგალითი იმ შემდგომი ჯაჭვისა, რამაც 2014 წელი და 2022 წელი მოიტანა, ყირიმისა და რუსეთ-უკრაინის ომის სახით.

ეს „ქოცური“ პროპაგანდის მიერ საბაბად ვერ იქნება გამოყენებული, თითქოს და მაშინ რაღაც სხვანაირად იყო და ახლა სხვანაირად არის. ეს ვერ იქნება საფუძველი იმისა, რომ ირაკლი კობახიძის და ზაზა შათირიშვილის რუსობას რაიმე სხვა შეფასება მიეცეს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ