თელავის მერის განცხადებით, თელავის ხევის მიმდებარედ, 10 მეტრის ზონაში არსებულ ყველა შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება

თელავის ხევის მიმდებარედ, 10 მეტრის ზონაში არსებულ ყველა შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება, მათ შორის, ვარდოშვილის, ქეთევან წამებულის და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობებს. ამის შესახებ თელავის მერმა, ვაჟა მაღრაძემ ჟურნალისტებს სამხარაულის დასკვნის შესახებ საუბრისას განუცხადა.

თელავის მერის განცხადებით, სამხარაულის დასკვნის შესახებ ინფორმირებულია ყველა ბინის მესაკუთრე და ისინი მიღებენ ალტერნატიულ ფართს, ან კომპენსაციას.

„მოგეხსენებათ, 12 ივლისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად, თელავს საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა. მათ შორის, ვარდოშვილის ქუჩასა და მიმდებარედ არსებულ შენობებს ძირი გამოაცალა და ზოგიერთს მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი.

მაშინვე ჩატარდა ექსპერტიზა, რომელიც ჩაატარა სამხარაულის ბიურომ. სწორედ 2 დღის წინ მივიღეთ დასკვნა, სადაც გაანალიზებულია ყველა შენობის მდგრადობა სამომავლო პერსპექტივის სახით.

არის შენობები, სადაც დაწყებულია სერიოზული რღვევა და ეს ვიზუალურადაც ჩანს. სწორედ ამიტომ ამ დრომდე გადაკეტილია ეს ქუჩა. არის შენობები, რომელსაც ასევე ვიზუალურად არ ემჩნევა რღვევა, მაგრამ ნებისმიერ დროს შესაძლოა დაიწყოს ამ შენობების [ნგრევა]. სათითაოდ არის გაანალიზებული ყველა შენობის მდგომარეობა.

ჩვენ მოსახლეობას შევთავაზეთ ალტერნატიული ფართი, ან კომპენსაცია. გამოიკვეთა, რომ ბევრს კომპენსაცია სურდა და მოძებნიდა თავად ალტერნატიულ ფართს. ყველა შენობის შეფასება მოხდება",- განაცხადა თელავის მერმა.

ცნობისთვის,12 ივლისის მოსულმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიყენა თელავს. თელავის ხევში წამოსულმა ღვარცოფმა სრულად გაანადგურა რამდენიმე ქუჩის ინფრასტრუქტურა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა