გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი - ბრალი არის აბსურდული - სამწუხაროა, რომ სრულიად უდანაშაულო ბავშვის ცხოვრება დაანგრიეს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილი დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატმა ქეთევან ვარდანაშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანის დაკავება არის აბსურდული, რადგან ბერუაშვილს გიგა ავალიანის მკვლელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„ბრალი არის აბსურდული. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ანასტასია ბერუაშვილის დაკავება, რადგან ბავშვი არაფრის თვითმხილველი არ ყოფილა, ვერც იქნებოდა. ამ დანაშაულთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. დაკავების შესახებ ოქმები და ასე შემდეგ, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია და სასამართლო დავებს გავაგრძელებთ”, - განაცხადა ქეთევან ვარდანაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის მხრიდან არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ანასტასია ბერუაშვილის მიმართ.

„ეკა კუპატაძის მდგომარეობის მესმის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი მხრიდან არაერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა საჯაროდ, მითუმეტეს ანასტასია ბერუაშვილის მიმართ, სავარაუდოდ ამაზე რეაგირება იქნება. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. ძალიან ცუდია, მაგრამ ქალბატონი იმასაც უნდა აცნობიერებდეს ვის მიმართ, რას ითხოვს. სამწუხაროა, რომ სრულიად უდანაშაულო ბავშვის ცხოვრება დაანგრიეს წუხანდელი დაკავებით. მინდა გითხრათ, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შესაძლებელია საბოლოოდ ცუდ შედეგებამდე მივიდეს. სამწუხაროდ, ბავშვს მომავალს უსპობს ეს მიდგომები და დაკავება“, - განაცხადა ქეთევან ვარდანაშვილმა.

ამასთან, როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თავად განჩინებაც არ არის დასაბუთებული.

„ის არის რაღაც ფორმალური სახის, რომელიც არ უნდა გამხდარიყო ბავშვის დაკავების საფუძველი. საუბარია არასრულწლოვან ბავშვზე, არასრულწლოვანი ბავშვის თავისუფლების აღკვეთაზე, ბავშვზე, რომელსაც მომავალს ართმევს სახელმწიფო იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი იყო და ქალბატონი ეკატერინე კუპატაძე ითხოვდა ბავშვების დაკავებას. ბავშვი არის აბსოლუტურად უდანაშაულო“, - განაცხადა ბრალდებულის უფლებადამცველმა.

ქეთევან ვარდანაშვილის განცხადებითვე, ანასტასია ბერუაშვილსა და ნია იმნაძეს მხოლოდ ერთხელ ჰყავთ ერთმანეთი ნანახი.

„ანასტასია ბერუაშვილსა და ნია იმნაძეს ერთმანეთი ერთადერთხელ ჰყავთ ნანახი რამდენიმე წუთით. მათ არანაირი მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონიათ, არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ“, - განაცხადა ქეთევან ვარდანაშვილმა.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთ ფიგურანტს, ანასტასია ბერუაშვილს აკავებენ. ის აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდადებულ გიორგი რიკაძის შეყვარებულია. საგამოძიებო უწყებამ ის სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავა, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა