ირაკლი კობახიძე - ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავთ სამართალი

ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ყველას მიაკითხავს სამართალი, ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს აუცილებლად ასე იქნება იმიტომ, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს“.

„ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეზე გამოძიების დაწყება და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავთ სამართალი და ეს აუცილებლად ასე იქნება იმიტომ, რომ დღეს

სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს. შესაბამისად, ჩვენ დავუპირისპირდებით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგო დაპირისპირების ყველა მცდელობას“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას. სუს-ში განმარტავენ, რომ კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ