ირაკლი კობახიძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე - „ნაცისგანაც“ კი ამაზრზენია ასეთი განცხადების მოსმენა - ამას აუცილებლად სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია

ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება. „ნაცისგანაც“ კი ამაზრზენია ასეთი განცხადების მოსმენა - ამას აუცილებლად სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია, - ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

მისივე თქმით, როდესაც ასეთ რაიმეს აკადრებ საკუთარ ხალხს, კულტურას, ეს „ნაცისგანაც“ კი წარმოუდგენელია.

„ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება. „ნაცისგანაც“ კი ამაზრზენია ასეთი განცხადების მოსმენა. როდესაც ასეთ რაიმეს აკადრებ საკუთარ ხალხს, თანამოქალაქეებს, კულტურას, ეს არის „ნაცისგანაც“ კი წარმოუდგენელი. ამას აუცილებლად სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია. სამარცხვინო და ამაზრზენია, რაც ამ კონკრეტულმა „ნაციონალმა“ თქვა“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

„აუცილებელი არ იყო ეს, მაგრამ, როდესაც ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას, მეგობარს, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია....“, - აღნიშნა ბარამიძემ.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ინტერვიუში საუბრობს 33 წლის წინანდელ, 1992-93 წელს აფხაზეთში რუსების მიერ გაჩაღებულ ომზე და იმ დროს ომის ტყვეების გაცვლის პროცესზე, „როცა არც რეგულარული გაწვრთნილი და დისციპლინირებული ჯარი გვყავდა და არც ნორმალური სახელმწიფო გვქონდა“.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა