პრემიერი - 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი სამარცხვინო სპეკულაციებია, მათ შორის კონკრეტულად მკვლელობასთან დაკავშირებით.

„ისეთ სურათს წარმოაჩენდნენ, მათ შორის ე.წ. ჟურნალისტები, ე.წ. NGO-ები, თუ პარტაქტივი, რომ თითქოს მკვლელობების კუთხით არის გაუარესებული ვითარება. ამ დროს სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მკვლელობა არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც სტატისტიკაში მანიპულირება არის სრულიად შეუძლებელი. სტატისტიკა აჩვენებს რას, რომ ბოლო რამდენიმე წელი რომ ავიღოთ, 2020 წლის შემდეგ პერიოდი, ყოველწლიურად ფიქსირდება შემცირება. მკვლელობების სტატისტიკის შემცირება ფიქსირდება ყოველწლიურად, წლიდან წლამდე ყოველ წელს მცირდებოდა ამ ბოლო წლების განმავლობაში მკვლელობის სტატისტიკა. რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა. ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის სამარცხვინო სპეკულაციები, რასაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საბოტაჟის სახით ეს ადამიანები აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა